Saturday, May 31, 2014

სურათები







მერვე დღის რეფლექსია

 
 ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, შევავსეთ ბოლომდე და ჩეკლესტით გადავაკონტროლეთ პორტფოლიო, გავასწორეთ  და ავტვირთეთ ბლოგზე.

Sunday, May 25, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

  დღეს მოვახდინე ტრენერის მიერ გადაღებული ჩვენი ფოტოსურათების გადმოტანა
 დისკზე.  შემდეგ  შეფასების რუბრიკები მოვიძიე ინტელის ბიბლიოთეკიდან და ჩამოვ ტვირთე  და გადავიტანეთ ჩვენი ტრენინგის შეფასებებში .

მეექვსე დღის რეფლექსია

  ვისწავლე პრეზენტაციის გაკეთება  , მოვამზადე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთე "გუგლ- დრაივში" და გამოვაქვეყნე ჩემ ბლოგზე.

Friday, May 23, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

                       
                       


                  ტრენინგის მეხუთე დღეს მეცადინეობის დასრულებისას გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ამიტომ  მეხუთე დღის რეფლექსია  შევადგინე მეექვსე დღეს.


                   მეხუთე დღეს ვისწავლეთ საპრეზენტაციო პროგრამა  Power point - ის გამოყენებით პრეზენტაციის აგება.  შევადგინე პრეზენტაცია ჩემი  პორტფოლიოსთვის.

Sunday, May 18, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია



                      დღეს პირველ  რიგში შევავსე გვერდი ჩემს შესახებ, სადაც დავდე მოკლე                           ინფორმაცია ჩემზე.      ვისწალე და მოვახდინე დიზაინის შეცვლა, ბლოგზე                            გვერდის ჩამატება, გვერდზე  სურათების გადატანა -  გადავიტანე ორი                                  სურათი.       შევადგინე   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და                              მოვახდინე  მათი გამოქვეყნება ბლოგზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

             

                                               ზოგადი შეკითხვა

                  რატომ    გინდა იცხოვრო მდიდარ ქვეყანაში?



                                           თემატური კითხვები


                 1.  რა როლს ასრულებს ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი  საწარმოს                                       სწორ მენეჯმენტში?
                2.   რა ინფორმაციას ეყრდნობა ინვესტორი  ინვესტიციის განხორციელების                                  მომენტში?

                                          შინაარსობრივი კითხვები

               
                 1.  რა ფაქტორები მოქმედებს საწარმოს რენტაბელობის ზრდაზე?
                 2.  როგორ აისახება სააქციო საზოგადოების  მოგების ზრდა საფონდო ბირჟაზე
                      აქციების საბაზრო ფასსზე?
                 3.   რა მიზანი აქვს ინვესტორს?

Saturday, May 17, 2014

მესამე დღის რეფლექსია

   

       დავამთავრე ბროშურაზე მუშაობა.
ეკრანზე გამოვიტანე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,ვიმუშავე პროფესიული სტანდარტზე. მოვნახე პუნქტები, რომლებიც შეესაბამება ჩემი პროექტის იდეებს. შევავსე შაბლონი სწავლის შედეგების ჩათვლით, სადაც მივუთითე მისაღწევი აქტივობები.

პროექტის სასწავლო მიზნები, სასწავლო შედეგები


მოსწავლეები შეძლებენ:

·         გამოთვლითი სამუშაოებს შესრულება;
·         პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;
·         პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კრეფსითი დოკუმენტების
შედგენა;
·         • დანერგილ საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების შეტანა, ოპერაციების კორექტირება
·          სააღრიცხვო მონაცემთა დამუშავების პროცესში დაშვებული შეცდომებისა და უზუსტობების
გამოვლენს, მათი გამომწვევი გარემოს შესწავლს და მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიულ გზების განხილვ, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის შესაძლებლობების გათვალისწინებას კონკრეტული ბიზნესის სააღრიცხვო პროცედურებზე მოსარგებად.
·         სააღრიცხვო დოკუმეტაციის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციების
შემუშავებას.

Friday, May 16, 2014

მეორე დღის რეფლექსია




               შევადგინე ჩემი იდეის \შინაარსი. განვათავსე ჩემს ბლოგზე.  განვიხილეთ ყველა იდეა, მივეცით ერთმანეთს შენიშვნები და რჩევები. შემდეგ მოვადინეთ იდეების კორექტირება, დახვეწა.
              შევადგინეთ ბროშურა,  ბროშურაში გადავიტანეთ მასალები.

ჩემი პროექტის იდეა

   

        ინიცირებული საწარმოს მოგების გაზრდის რეზერვების გამოვლენა

 შრომითი და მატერიალური დანახარჯების   გასული 2012, 2013 წლების ( ფაქტიური მდგომარეობით) და 2014 წლის მოსალოდნელი შესრულების დინამიკის შესწავლის საფუძველზე მომდევნო  2015 წლის     პროგნოზის  შედგენა.
   გამოკვლევის საფუძველზე მოსწავლეები გამოავლენენ საწარმოში არსებულ იმ რეზერვებს, რომელთა რეალიზაციითაც საწარმო უფრო რენტაბელური გახდება.