Sunday, June 1, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
მოვახდინეთ გაკეთებული პროექტების პრეზენტაცია. მოვისმინეთ თითოეული კოლეგის მოხსენება. მივიღეთ კონსტრუქციული შენიშვნები და დადებითი რეცენზიებიც. პრეზენტაციამ ჩაიარა ძალინ საინტერესოდ. ვთვლი, რომ ტრენინგი იყო პროდუქტიული. დიდი მადლობა ტრენერს ქ-ნ ლალი გიგაურს.
Saturday, May 31, 2014
მერვე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, შევავსეთ ბოლომდე და ჩეკლესტით გადავაკონტროლეთ პორტფოლიო, გავასწორეთ და ავტვირთეთ ბლოგზე.
Sunday, May 25, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს მოვახდინე ტრენერის მიერ გადაღებული ჩვენი ფოტოსურათების გადმოტანა
დისკზე. შემდეგ შეფასების რუბრიკები მოვიძიე ინტელის ბიბლიოთეკიდან და ჩამოვ ტვირთე და გადავიტანეთ ჩვენი ტრენინგის შეფასებებში .
დისკზე. შემდეგ შეფასების რუბრიკები მოვიძიე ინტელის ბიბლიოთეკიდან და ჩამოვ ტვირთე და გადავიტანეთ ჩვენი ტრენინგის შეფასებებში .
მეექვსე დღის რეფლექსია
ვისწავლე პრეზენტაციის გაკეთება , მოვამზადე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთე "გუგლ- დრაივში" და გამოვაქვეყნე ჩემ ბლოგზე.
Saturday, May 24, 2014
Friday, May 23, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს მეცადინეობის დასრულებისას გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ამიტომ მეხუთე დღის რეფლექსია შევადგინე მეექვსე დღეს.
მეხუთე დღეს ვისწავლეთ საპრეზენტაციო პროგრამა Power point - ის გამოყენებით პრეზენტაციის აგება. შევადგინე პრეზენტაცია ჩემი პორტფოლიოსთვის.
Sunday, May 18, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს პირველ რიგში შევავსე გვერდი ჩემს შესახებ, სადაც დავდე მოკლე ინფორმაცია ჩემზე. ვისწალე და მოვახდინე დიზაინის შეცვლა, ბლოგზე გვერდის ჩამატება, გვერდზე სურათების გადატანა - გადავიტანე ორი სურათი. შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოვახდინე მათი გამოქვეყნება ბლოგზე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა
რატომ გინდა იცხოვრო მდიდარ ქვეყანაში?
თემატური კითხვები
1. რა როლს ასრულებს ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი საწარმოს სწორ მენეჯმენტში?
2. რა ინფორმაციას ეყრდნობა ინვესტორი ინვესტიციის განხორციელების მომენტში?
შინაარსობრივი კითხვები
1. რა ფაქტორები მოქმედებს საწარმოს რენტაბელობის ზრდაზე?
2. როგორ აისახება სააქციო საზოგადოების მოგების ზრდა საფონდო ბირჟაზე
აქციების საბაზრო ფასსზე?
3. რა მიზანი აქვს ინვესტორს?
Saturday, May 17, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დავამთავრე ბროშურაზე მუშაობა.
ეკრანზე გამოვიტანე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი,ვიმუშავე პროფესიული სტანდარტზე. მოვნახე პუნქტები, რომლებიც შეესაბამება ჩემი პროექტის იდეებს. შევავსე შაბლონი სწავლის შედეგების ჩათვლით, სადაც მივუთითე მისაღწევი აქტივობები.
პროექტის სასწავლო მიზნები, სასწავლო შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
·
გამოთვლითი
სამუშაოების შესრულებას;
·
პირველადი
საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას;
·
პირველადი
დოკუმენტების საფუძველზე კრეფსითი დოკუმენტების
შედგენას;
·
•
დანერგილ საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების შეტანას, ოპერაციების კორექტირებას
·
სააღრიცხვო მონაცემთა დამუშავების პროცესში
დაშვებული შეცდომებისა და უზუსტობების
გამოვლენას, მათი გამომწვევი გარემოს შესწავლას და მოპოვებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიულ გზების განხილვას, საბუღალტრო
კომპიუტერული პროგრამის შესაძლებლობების გათვალისწინებას კონკრეტული ბიზნესის
სააღრიცხვო პროცედურებზე მოსარგებად.
·
სააღრიცხვო
დოკუმეტაციის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციების
შემუშავებას.
Friday, May 16, 2014
მეორე დღის რეფლექსია
შევადგინე ჩემი იდეის \შინაარსი. განვათავსე ჩემს ბლოგზე. განვიხილეთ ყველა იდეა, მივეცით ერთმანეთს შენიშვნები და რჩევები. შემდეგ მოვადინეთ იდეების კორექტირება, დახვეწა.
შევადგინეთ ბროშურა, ბროშურაში გადავიტანეთ მასალები.
ჩემი პროექტის იდეა
ინიცირებული საწარმოს მოგების გაზრდის რეზერვების გამოვლენა
შრომითი და მატერიალური დანახარჯების გასული 2012, 2013 წლების ( ფაქტიური მდგომარეობით) და 2014 წლის მოსალოდნელი შესრულების დინამიკის შესწავლის საფუძველზე მომდევნო 2015 წლის პროგნოზის შედგენა.
გამოკვლევის საფუძველზე მოსწავლეები გამოავლენენ საწარმოში არსებულ იმ რეზერვებს, რომელთა რეალიზაციითაც საწარმო უფრო რენტაბელური გახდება.
Wednesday, May 14, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)